რეგიონი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სამეგრელოში პარტიას ტოვებს და „ენმ“-ს გახარიასთან ალიანსში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და სოფელ ყულიშკარის უბნის უფროსი, რევაზ გვილია პარტიას ტოვებს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „ენმ“-ს დატოვების მიზეზი მისი ყოფილი პარტიისა და გიორგი გახარიას მჭიდრო კავშირებია.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პირდაპირ გეტყვით, რომ მაქვს ამის ძალიან მყარი საფუძველი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩემთვის აშკარაა, რომ „ენმ“-ს ლიდერები ძალიან მჭიდრო კავშირში არიან გახარიას პარტიასთან და აქ, სამეგრელოში მათი ქმედებები და ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სახის შეხება გახარიასთან, რადგან წლების განმავლობაში ის ჩვენი პარტიის წევრებს პირადად დევნიდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ადგილი აღარ არის“,- წერს რევაზ გვილია.

Related posts

ფოთის მუნიციპალიტეტმა სააღდგომო ნობათი 900 ოჯახს გადასცა

რედაქტორი

ქართულ-ფრანგული კოლეჯის ფრანგული ენის მასწავლებელს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა

რედაქტორი

სვანეთში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 8 შვილი სახლში გამოკეტა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი