კულტურა

ნეკა სებისკვერაძის სოლო კონცერტი სენაკში

დღეს, სენაკის მუსიკალური ფესტივალის მეორე დღე, ცნობილი ქართველი შემსრულებლის, ნეკა სებისკვერაძის კონცერტს დაეთმო.

სცენაზე მონატრებული ქართული სიმღერები აჟღერდა. მომღერალმა ხელოვნების ცენტრის მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა. მან ბავშვობისა და სასცენო მოღვაწეობის საინტერესო ეპიზოდები გაიხსენა.

საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასასრულს, ნეკა სებისკვერაძემ, ფესტივალის სამახსოვრო ბანერზე, ტრადიციულად, ავტოგრაფი  დატოვა.

სენაკის მეშვიდე მუსიკალური ფესტივალი, 6 ივლისს,  გალაკონცერტით დასრულდება.

,,არტ-ფესტივალი 2021’’, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

Related posts

„ცოცხალი წიგნები“ – ხობში ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

ვალერიან შიუკაშვილის კლასიკური მუსიკის საღამო სენაკში

რედაქტორი

12 ოქტომბერს ანსამბლ ,,ფორტე’’-ს 30 წლის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა გაიმართება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი