ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ამომრჩეველს ზუგდიდში, რესტორან დიდებულში ხვდება. ადევე დღეს ამომრჩეველს სამეგრელოში ხვდება ნიკა მელიას კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი.

ნიკა მელია და ხაბეიშვილი დღეს სოციალური მედიითა და სატელევიზიო კომენტარებით ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ხაბეიშვილი მელიამ საკრებულოს წევრებზე ზეწოლაში დაადანაშაულა და თქვა რომ მელია პირადად ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და მისი მხარამჭერი განცხადებების გაკეთებას აიძულებს.