სოციალური ქსელი

ნინო კვარაცხელია – ზუგდიდელები არ დავუშვებთ უკანონობის, უსამართლობის, ძალადობის და ტერორის უკან მობრუნებას

“ჩემი რადიკალური და შეურიგებელი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ თქვენთვის კარგად არის ცნობილი. როგორც მოგეხსენებათ, ასეთივე განწყობაა ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, დავანახოთ მთელ ქვეყანას, რომ ზუგდიდელები არ დავუშვებთ უკანონობის, უსამართლობის, ძალადობის და ტერორის უკან მობრუნებას”-ასე ეხმაურება ზუგდიდელი ნინო კვარაცხელია მიმდინარე მოვლენებს და დასძენს:

“ეს იქნება ყველაზე გამართლებული და სწორი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გადავდგათ, თუ გვინდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა და არასოდეს არ დავბრუნდეთ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ მძიმე 9 წლიან წარსულში.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ვითარებაში თითოეული თქვენთაგანის ხმა, თუნდაც ერთი ხმა, იქნება გადამწყვეტი ქალბატონი სალომეს გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ყველანი გაუფრთხილდებით ჩვენი ქალაქის სახელს და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ არ შეგვრცხვეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების წინაშე, რომელთა ბედნიერი მომავლისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს არ დავიხევთ”,-წერს სოციალურ ქსელში ნინო კვარაცხელია.

Related posts

“რა კეთდება ზუგდიდში” – ახალი საინფორმაციო გვერდი სოციალურ ქსელში

რედაქტორი

პოეტი იაგო ქებურია ჯუმბერ იზორიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

რედაქტორი

ლაშა გვასალია – სანდრას უთქვამს აქ სად გამოვაჩინო ზუგდიდელებიო

დატოვე კომენტარი