ახალი ამბები რეგიონი

ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა

ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) ქალ მოჭადრაკეთა შორის, – ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

„ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ფედერაციის ინფორმაციით, სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემპირველობა გაინაწილა 50+ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის. მათივე ცნობით, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის ზურაბ სტურუამაც.

Related posts

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

თხილის მწარმოებელი ფერმერები სახელმწიფო დახმარებას მარტიდან მიიღებენ

რედაქტორი

გიორგი შენგელია: „წელს, ზუგდიდში 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს”

დატოვე კომენტარი