STV
კულტურა

ნოქალაქევში თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

  • რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი, სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით, გაიხსნა.

ნაჩვენები იყო კონსტანტინე გამსახურდიას რომანის მიხედვით, გოჩა კაპანაძის რეჟისურით დადგმული სპექტაკლი – ,,მთავარის მოტაცება“.

გახსნის ცერემონიალს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ თორია, აფხაზეთის მთვარობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, თეატრალური სფეროს და ხელოვნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related posts

სენაკში ნადეჟდა გვაძაბიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რედაქტორი

,,ანი”-დან ,,ჰოე”-მდე…-ქართული ენის დღე სენაკში

რედაქტორი

9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული, სენაკში, გალა-კონცერტით დასრულდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი