ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნუკრი ესართია თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ STV-ს ინფორმირებულმა წყარომ ზუგდიდის მერიიდან აცნობა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად STV ნუკრი ესართიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პირველად ჩვენგან გაიგო ამის შესახებ და ზუსტ პასუხს ხვალ გვეტყვის.
“ნამდვილად პირველად გავიგე თქვენგან ამის შესახებ. გათავისუფლებული ვარ? თუმცა არაფერი მიკვირს, ბოლო დროს იმდენი ჭორი გავიგე ჩემს შესახებ. მოკლედ, ხვალ გეტყვით ყველაფერს”,-განაცხადა ნუკრი ესართიამ STV-თან სატელეფონო საუბრისას.
ესართიას გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა.
ცნობისათვის, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნუკრი ესართია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე დრის წინ გამოიკითხა.
სუსის ინფორმაციით, ნუკრი ესართია ანტიკორუფციულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული. ამ ეტაპზე სხვა დეტალები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება