კონფლიქტი

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი რუსეთის უშიშროების საბჭოს ესტუმრა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, შეხვედრაზე მხარეებმა უშიშროებისა და ეკონომიკის საკითხებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ ვითარებასაც.

„სიტუაცია სახელმწიფო საზღვრის ენგურის მონაკვეთზე აბსოლუტურად განსხვავებულია და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს,“ – აღნიშნა აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა.

თავის მხრივ, ნურგალიევმა რუსეთსა და დეფაქტო აფხაზეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს „საერთაშორისო აღიარების დღე მიულოცა.“

შეხვედრას აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი ალექსეი დვინიანინიც ესწრებოდა.

Related posts

ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ე.წ საზღვრები ჩაიკეტა

რედაქტორი

სოფელ კუტოლში დედის აფეთქების ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს

რედაქტორი

ირაკლი ბერაია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კონფლიქტისპირა სოფლებში იმყოფებოდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი