კონფლიქტი

ოკუპირებული გალის რაიონი მთლიანად ჩაიკეტა

ოკუპირებული გალის რაიონი მთლიანად ჩაიკეტა. ჩაკეტილია მიმოსვლა ოჩამჩირის რაიონთან, ასევე მაღალი ზონის სოფლებთან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მიიღო.

რაიონის სრული იზოლაციის მიზეზად კორონავირუსით ქალის ინფიცირება სახელდება, რომელიც ამჟამად ზუგდიდის კლინიკაშია მოთავსებული და მკურნალობა უტარდება.

მანამდე, 29 მარტიდან ოკუპირებულ გალის რაიონში კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული.

Related posts

გალში, 60 წლამდე მამაკაცი ავარიაში მოყვა, რომელიც ქუჩაში დატოვეს და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

რედაქტორი

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადმოიყვანეს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი