კონფლიქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ვირუსი კურსანტს დაუდასტურდა, რომელიც აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, კოვიდინფიცირებულს უახლოეს პერიოდში გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც სხვა დაინფიცირებულებს მკურნალობენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის სულ 38 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 9 ადამიანი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს, 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა

ევროპელი ტურისტების თვალით დანახული სოხუმი [ახალი ფოტოები]

რედაქტორი

ოჩამჩირის მოსახლეობა მტაცებელი ცხოველების ხშირი თავდასხმების გამო რაიონს ტოვებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი