STV
კონფლიქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. ერთ ადამიანს, რომელიც სოხუმის საქალაქო საავადმყოფოში მკურნალობდა, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ე.წ აფხაზური ჯანდაცვის უწყების ცნობით, პირი, რომელიც ინფიცირებულია 10 დღის წინ კრასნოდარის მხარიდან დაბრუნდა, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა.

რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, ის სომხეთის მოქალაქეა, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ცნობით, ის სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, სოჭში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

Related posts

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა

რედაქტორი

გუდაუთაში რუსი სამხედროების მონაწილოებით წვრთნა გაიმართა

რედაქტორი

ენგურის ხიდზე გამოცხადებული კარანტინი მოქალაქეებმა გალში გააპროტესტეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი