STV
კონფლიქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედია ამის შესახებ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება კორონავირუსზე 227 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 42-ს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსზე 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ათი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს საავადმყოფოდან სამი ადამიანი გაეწერა, გამოჯანმრთელდა თვითიზოლაციაში მყოფი 12 პირი.

Related posts

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ომარ ბრანბა დაინიშნა

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა

რედაქტორი

აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი დროებით ჩაკეტა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი