STV
კონფლიქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 160 ადამიანის ტესტირების შედეგად, 30 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 69 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა, 20-ის კი, საშუალო სიმძიმის.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა. შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 756-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 198 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი.

Related posts

კორონავირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რედაქტორი

“აიაირა”-აფხაზები ენგურის ხიდთან “გამარჯვების” 25 წლისთავს ზეიმობენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი