- ბოლო ორი დღის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში 372 ადამიანი გადამოწმდა კორონავირუსზე. 107 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით,17 ოქტომბერს გუდაუთის საავადმყოფოში 1957 წელს დაბადებული პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 15 ოქტომბერს, მწვავე რესპირატორული უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით გარდაიცვალა.