კორონავირუსის საფრთხის გამო ევროვიზია 2020 გაუქმდა. რიგით 65-ე მუსიკალური კონკურსი წელს 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში უნდა გამართულიყო.
ევროვიზიაზე საქართველო თორნიკე ყიფიანს უნდა წარედგინა, რომელმაც კონკურსისთვის სიმღერა Take Me As I Am დაწერა.