რეგიონი

ოჭანეს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება

უახლოეს პერიოდში ოჭანეს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება. მიმდინარეობს წყლის მაგისტრალის გაყვანა და დაქსელვითი სამუშაოები. პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდეგ მოსახლეობას ცენტრალიზებული სასმელი წყალი ექნება. სამუშოების მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია და მერის მოადგილე ცოტნე შონია დაესწრნენ.

Related posts

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

რედაქტორი

ზუგდიდში წითელას ვირუსის შემთხვევებმა ისევ იმატა

რედაქტორი

ანაკლიიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 8 ადამიანი გადმოიყვანეს

დატოვე კომენტარი