კრიმინალი

პოლიციამ ზუგდიდში ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას ძმა – ბიძინა ესებუა დააკავა. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ბიძინა ესებუას ძებნილ პირთან კონტაქტს ედავებიან. ვრცელდება ინფორმაია, რომ ბადრი ესებუამ მოპარული თანხის ნაწილი ძმას გადასცა, რაც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. 

ამავდროულად, ბიძინა ესებუა ზუგდიდში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მოქმედი თანამშრომელია.

უწყებაში ამობენ, რომ დამატებითი დეტალები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. 

Related posts

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში კაცმა მეზობელი მაკრატლით დაჭრა

რედაქტორი

სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი