სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ქსელში შემავალმა სამედიცინო დაწესებულებებმა დღეს ყველაზე პატარა პაციენტებს უმასპინძლეს. ბავშვთა დაცვის დღეს ზუგდიდის კანისა და ვენ სნეულებათა საწინააღმდეგო დისპანსერისა და პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ადგილობრივ პატარებსა და მოზარდებს უმასპონძლეს.
პატარა აციენტებმა მიიღეს უფასო კონსულტაციები დერმატოლოგებისა და ლოგოპედისგან. ამასთანავე, “პრაიმედის” ინიციატივით მათ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.