პოლიტიკა

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს,  – ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ეწვევა ბრიუსელს, ბერლინს, ასევე პარიზს.

„არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ქვეყანა, რომლის ქალმა პრეზიდენტმა პირველმა მომილოცა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.  მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.

Related posts

მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდო

რედაქტორი

გიორგი გახარია – დარჩი სახლში და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება, ქრისტე აღდგა!

რედაქტორი

სააკაშვილი – მარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი