პოლიტიკა

პრემიერი: ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას

ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედიმაინც რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს დავალება დღეს მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა ანაზღაურდეს ეს დანაკლისი.

„ის, რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის დღეს მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი სცენარი გვაქს, და თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს. ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეჭვი მეპარება, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ გამოწვევას ერთ თვეში ან ორ თვეში შესაბამის დონეზე უპასუხებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Related posts

ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს

რედაქტორი

გიორგი გახარია – განურჩევლად მხარეებისა, შსს-ს რეაგირება, იქნება მკაცრი და სწრაფი

რედაქტორი

გიორგი კვირიკაშვილი – ხელისუფლების დელეგიტიმაციისა და პოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი