პოლიტიკა

პრემიერი: მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში

თითოეულ მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ დავტოვებთ ჩვენ სოციალურ სივრცეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოესი დღეებიდან „საქართველოს ფოსტა“ ხანდაზმულებს ყველა იმ აუცილებელ სერვისს მიაწვდის, რომელსაც ჩვეულებრივი ცხოვრების დროს სახელმწიფო აწვდიდა.

„სახლში დარჩენა განსაკუთრებით ეხებათ ჩვენ მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებზე ზრუნვაც სახელმწიფომ გარკვეულწილად თავის თავზე აიღო და უახლოესი დღეებიდან „საქართველოს ფოსტა“ მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც აწვდიდა ჩვეულებრივი ცხოვრების დროს სახელმწიფო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევას, გლობალურად, ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ერთად ეფექტურად ვუპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Related posts

კახეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატებმა პარლამენტში იკამათეს

რედაქტორი

გიორგი კვირიკაშვილი – ხელისუფლების დელეგიტიმაციისა და პოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯი

რედაქტორი

საქართველოს პრეზიდენტი – ჩემი მიზანია ჩვენი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი