რეგიონი

რა გაკეთდა ხობში? – მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტში

მაჟორიტარი დეპუტატი ხობში იმყოფებოდა, სადაც ახლად გახსნილი ცენტრალური პარკი დაათვალიერა. ხობის ცენტრში პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა შემეცნებითი, სპორტული და გასაღტობი სივრცეები. პარკი ადაპტირებულია შშმ პირებზე. ცენტრალური პარკის მშენებლობაზე 2 390 000 ლარამდე დაიხარჯა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, ირაკლი ხახუბიას განცხადებით, ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 595 ათასი ლარია. პროექტი სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში განხოხორციელდება.

მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სამომავლოდ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სხვა უფრო დიდი და პერსპექტიული პროექტების განხორციელებას დაჰპირდა.

Related posts

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

რედაქტორი

ზუგდიდის ინფექციური კლინიკა: ვემიჯნებით თემის პოლიტიზირებას და მართებულად არ მიგვაჩნია დეზინფორმაციის გავრცელება

რედაქტორი

,,ევროპის საინვესტიციო ბანკის“ წარმომადგენლები ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობას გაეცნენ

დატოვე კომენტარი