პოლიტიკა

როდის ტყუის ანა წითლიძე? – ნაციონალების დეპუტატის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

სოციალურ ქსელში, ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრის ანა წითლიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება. ერთი და იმავე საკითხზე წითლიძე მთავარ არხთან და პოსტვ-სთან სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს ყვება. https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/236588374559338

წითლიძე მთავარ არხთან მიცემულ ინტერვიუში, უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებაში ამბობს რომ მას ახსოვს თუ როგორ სვამდა მდინარაძე ნაციონალების დროს ზუგდიდში მაგიდაზე მდგარი მიშას სადღეგრძელოს. მოგვიანებით ამ თემაზე მას პოსტვ-მ ჰკითხა, რაზეც უკვე წითლიძე ამბობს, რომ ის ფაქტს არ შესწრებია, ასევე ლოკაციას ცვლის და ამჯერად მდინარაძეს მიშას სადღეგრძელოს დალევას ჩხოროწყუში აბრალებს.

ორივე ინტერვიუში პარლამენტის ნაციონალი წევრი ამბობს, რომ მას ფაქტი დეტალურად არ ახსოვს, რადგან მე-8, მე-9 კლასში იმყოფებოდა. ცნობისთვის ანა წითლიძე 1986 წელს დაიბადა, ის მეცხრე კლასში 1999-2000 წლებში უნდა ყოფილიყო, ამ დროს მიხეილ სააკაშვილი არა ნაციონალური მოძრაობის არამედ მოქალაქეთა კავშირის წევრი იყო.

დღეს სოციალურ მედიაში წითლიძის ამ განცხადებების საპასუხოდ მოქალაქეები წერდნენ, როდის ტყუის წითლიძე?

Related posts

პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მედიას არ ეხება

რედაქტორი

ფოთისა და მარტვილის მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებას ხვალიდან, ათონელის 25-ში შეუდგება

დატოვე კომენტარი