რეგიონი

რწმუნებულის მოადგილე სენაკში, სტიქიისგან დაზიანულ ობიექტებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებულ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკი (ნუკრი) ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ნუგზარ გაბელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

მიმდინარეობს არსებული ზარალის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც მონაცემები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოსაყოფად, შესაბამის უწყებებს გაეგზავნება. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად, სენაკის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დაზარალდა.

უხვმა ნალექმა ჩამორეცხა შიდა გზები, პრობლემები შეუქმნა ნაპირსამაგრებს, მოვარდნილმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

Related posts

სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა დათვლილია

რედაქტორი

ზუგდიდში ზებრა გადასასვლელი შემოხაზეს, რომელიც ბორდიურს უერთდებოდა

რედაქტორი

ანაკლიიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 8 ადამიანი გადმოიყვანეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი