პოლიტიკა

საარჩევნოდ საკითხავი ბლოგი – როდის იტყუებოდა ანი წითლიძე?

„შენ მესამე ადგილისთვის მოგიწევს ბრძოლა და შენი პოლიტიკური კარიერა ამ არჩევნებზე ზუგდიდში დასრულდება“, – ასე მიმართა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმ დროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიგი უგულავას.

„გიგი ძვირფასო, მერე იტყვი თავს მესხმიანო, არადა მაინც არ ისვენებ. ის ცხრა წელი თუ რამე იყო შეცდომა წინა ხელისუფლების, მათ შორის „შენი საოჯახო ქმედებები” მთელს თბილისს რომ ყელში ამოუყვანე, მაგრამ არავის უკადრებია წამოყვედრება. შენ – „დიად პოლიტიკოსს“ მესამე ადგილისთვის მოგიწევს ბრძოლა და შენი პოლიტიკური კარიერა ამ არჩევნებზე ზუგდიდში დასრულდება – ვიცი, რომ კარგად გესმის და ღელავ, მაგრამ ისარი გაასწორე, სამიზნე გეშლება. პოლიტიკურად, თორემ ადამიანურად ჯართი რომ იძახე, მაშინ დამთავრდი“- წერდა მაშინ სოციალურ ქსელში ანი წითლიძე. 

საინტერესოა რომ სანამ გიგი უგულვა დასახელდებოდა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად მანამდე მოარული ხმები დადიოდა თითქოსდა ის ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობისთვის აპირებდა ბრძოლას, სწორედ ამ მოარულ ხმებს გამოეხმაურა ანი წითლიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აი რას წერდა ის “განსაკუთრებული “ჩაჭიდება თუ მოჭიდება” ჰქონია უგულავას ფოთის ოლქში. და იქნებ კითხოს ვინმემ რანაირადაა მანდ “ჩაჭიდებული?”… 

დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ის ფსკერიც ჩახვრიტა რომელზეც იმყოფებოდა და ქალაქ ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა დაასახელა, უგულავა რომელმაც თბილისელებს 40 მილიონი მოპარა. 

 საქართველოს პარლამენტის წევრი ანი წითლიძე დღესაც არ ჩამორჩა მოვლენებს და უგულავას მერობის კანდიდატად დასახელებას გამოეხმაურა…. გიგი უგულავა / Gigi Ugulava – წარმატებები გიგის საქართველოს გამარჯვებისთვის ბრძოლაში.

ძალა ერთობაშია    მართალია ჩემო მკითხველო მსგავსი ორპირობა ნამდვილად იშვიათია, თუმცა როცა საქმე ნაც მოძრაობის ძველ და ახლ სახეებს ეხება არავის უკვირს მსგავსი შეფასებები.

მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქ როდის იყო ანი წითლიძე გულწრფელი და როდის იტყუებოდა 1 წლის წინ თუ ახლა?

Related posts

ირმა ინაშვილი: გაოგნებული და შეძრული ვარ, ხატმებრძელეობის მთელი ამ პროცესის ანალიზით რაც ხდება

რედაქტორი

ჩამოვიდა მოსკოვიდან, ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში — ღარიბაშვილი გახარიაზე

რედაქტორი

ნიკა მელია მხარდამჭერებს რესტორანში ხვდება [ფოტო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი