პოლიტიკა

საარჩევნოდ საკითხავი ბლოგი – ლაზიკის მირაჟი

ჩვენი ბლოგის მორიგი სერია ლაზიკას ეხება, ქალაქს, რომელიც მხოლოდ მესამე პრეზიდენტის წარმოსახვაში არსებობდა.

მიხილ სააკაშვილი 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში მოქალაქეებს ეუბნებოდა, რომ ლაზიკის მერიას აშენებდა, ამ დროს კი ლაზიკა წარმოსახვას არ გაცდენია, არ არსებობდა არც განვითარების გენერალური გეგმა, არც მუნიციპალიტეტის შექმნის იურიდიული დოკუმენტი. იყო მხოლოდ დავალება აეშენებინათ შენობა, რომელსაც ხან იუსტიციის სახლს ეძახდნენ და ხანაც ლაზიკის მერიას.

ამ შენობის მშენებლობაც ყველას ახსოვს, როგორ ჩაინგრა შენობის ზედა სართული, ბეტონის დასხმის დროს და როგორ საგულდაგულოდ მალავდა მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია ამ ფაქტს. გოროზიას მაშინ სურდა ეს ამბავი მიშას არ გაეგო, მაგრამ წარმოსახვითი ლაზიკიდან ხმა მაინც გავიდა, მიშამაც გაიგო და გოროზიაც გაიტისკა.

მაშინ ამოცანა გახდა არ გაეგო მედიას და ჩაკეტეს ლაზიკასთან მიმავალი ყველა გზა, სანამ ჩანგრეული მერიის თუ იუსტიციის სახლის შენობა არ აღადგინეს. შენობა ავარიულია და ექსპერტიზას მის უსაფრთხოებაზე დასკვნაც კი არ დაუდია. ლაზიკაში ყოფილმა პრეზიდენტმა ააშენა კიდევ ერთი გაურკვეველი წარმომავლობის მონუმენტი, რომელიც მაშინდელ ბიუჯეტს მილიონობით ლარი დაუჯდა.

ლაზიკა, რომელის რენდერებიც კი ჩინური ქალაქის იუთუბ გვერდიდან იყო აღებული რეალობაში მხოლოდ წარმოსახვა და წინასაარჩევნო ტყუილი აღმოჩნდა.

Related posts

მერიის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

რედაქტორი

“27 წლის შემდეგაც არჩევანი მხოლოდ ერთია – უნდა დავბრუნდეთ და ჩვენ დავბრუნდებით აუცილებლად!” -ქეთევან ბაკარაძე

რედაქტორი

“იმედისთვის” ვაშაძის გაპრეზიდენტება მიუღებელია” – ტელეკომპანია საგანგებო რეჟიმზე გადადის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი