რეგიონი

საბერიო-ფახულანის ე.წ.ადმინისტრაციულ საზღვართან მავთუხლართების გავლების პროცესი არ განახლებულა

საოკუპაციო რეჟიმს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საბერიო-ფახულანის ე.წ.ადმინისტრაციულ საზღვართან მავთუხლართების გავლების პროცესი არ განუახლებია, თუმცა ადგილზე რჩება ხის ბოძები, რომლებიც მიიტანეს.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფ. ფახულანისა და სოფ. საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, კერძოდ ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა ხდება და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა.

სუსის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.უწყების ცნობით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

Related posts

ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ხუთივე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

რედაქტორი

ზუგდიდში 2 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

სპორტსმენის კონტაქტები დადგენილია – 23 პირი საკარანტინო სივრცეშია მათ შორის ორსული ქალი და ბავშვები

რედაქტორი

დატოვე კომენტარი