საქართველო მერვედ უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული, აღინიშნება როგორც სპორტის საერთაშორისო დღე, სახელწოდებით – „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“.
ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეჯიბრებები გაიმართა მძლეოსნობასა და შაშში.
კულტურის სახლის მცირე დარბაზში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ და სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცეს. ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.