ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი – აფხაზური ენის, კულტურის, იდენტობის ერთადერთი დამცველები ვართ ჩვენ

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდიატი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზე, ოკუპაციაზე, მოძმე აფხაზეთსა და ეკლესიაზე.

ზურაბიშვილის განმარტებით გარკვეული ძალები მის განცხადებებს მიზნმიმართულად ამახინჯებენ.

“ის პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა ყოველთვის იქნება პატივსაცემი“ – განაცხადა ზურაბიშვილმა და განმარტა, რომ მას არანაირი სტატია ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგოდ არასდროს გამოუქვეყნებია და ეს განგებ აგორებული არასწორი ინფორმაციაა. ზურაბიშვილის მიერ ზვიად გამსახურდიას მისამართით გაკეთებული განცხადება ემოციური აღმოჩნდა დარბაზში მყოფილი პირველი პრეზიდენტის მომხრეებისთვის, ისინი პრეზიდენტობის კანდიდატს ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით დააჯილდოეს.

სალომე ზურაბიშვილისვე განმარტებით, რუსეთი ყოველთვის იყო აგრესორი და ოკუპანტი და ეს განსაკუთრებით 2008 წელს გამოჩნდა.

დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი აფხაზეთის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მას არასდროს უხსენებია აფხაზეთი საქართველოს მეზობლად, ,,მე ვთქვი, რომ აფხაზეთი სამეგრელოსთან მეზობლად, ანაკლიასთან ახლოს მდებარეობს და კარგი იქნება აქ იპოდნომის მოწყობა“ – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე. პრეზიდენტობის კანდიდატი გამყოფ ხაზთან, სოფელ რუხში მშენებარე საუნივერსიტეტო კლინიკის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ იქ „საავადმყოფოს აშენება არის ძალიან სწორი ნაბიჯი“.

“აფხაზური ენის, კულტურის, იდენტობის ერთადერთი დამცველები ვართ ჩვენ“ – აღნიშნა შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილი ეკლესიის საკითხსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ მისი ოპონენტები ცდილობენ მის ეკლესიასთან დაპირისპირებას და მიზანმიმართულად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციებს, თითქოსდა ის კანაფის ლეგალიზზაციის მომხრეა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყნის გაერთიანებასა და ევროპასთან მეტ დაახლოებაზე ისაუბრა, მისივე განმარტებით ის ყველას პრეზიდენტი იქნება.

სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას ამომრჩევლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები და ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Related posts

ზუგდიდში პური 10-15 თეთრით გაძვირდა

რედაქტორი

მიხეილ სააკაშვილს კოალიციის, “პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების” არ ჯერა

რედაქტორი

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი