რეკლამა

სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულში, ბოლნისში და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

„მე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა დასრულდება ჩემი ექვს წლიანი მანდატი აქ ჩამოვალ და ქართულად გესაუბრებით, არა იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეთგანსხვავებული ენა. ყველა ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ არის დასაცავი და ყველა იქნება დაცული პრეზიდენტის მიერ. ვინ თუ არა მე უნდა ვიყო ენის დაიდენტობის დამცველი. გავიზარდე საფრანგერთში,

36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა. ყველა, ვინც აქ არის ანაზერბაიუჯანული ან სომხური წარმოშობის ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება,რომ თავის შვილებს თავისი ენა ასწავლოს. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ყველანი ვართერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და გვინდა, რომ ამ სახელმწიფოში ჩვენს შვილებსჰქონდეთ მომავალი. მომავლის გზა არის სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა,რომელიც ყველა გზას ხსნის წარმატებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის,უცხოეთშიდა სრული ინტეგრაციისთვის. ინტეგრაცია ნიშნავსთანასწორობას, სრულ თანასწორობას. მე, სწორედ ეს ვისწავლე საფრანგეთში, თუმცა ქართული ენით,ტრადიციებით და ოჯახით გავიზარდე. ეს არის თანასწორობა,რომელსაც გთავაზობთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ბევრად მეტი, რომ ქართული ენა თქვენთვის იყოს ადვილი შესასწავლიდა ადვილადხელმისაწვდომი. მე, ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხს დაიცავს და მიხედავს. სწორედ ეს არის ის ბალანსი, თანასწორობა და ტოლერანტობა, რომელიც ამქვეყნისთვის არის მთავარი ძალა“.- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და უმრავლესობის სხვაწევრები დაესწრნენ.

Related posts

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში ბაღის კეთილმოწყობა დასრულდა

რედაქტორი

ზემო ქვალონში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

რედაქტორი

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’’ ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი