რეგიონი

სამეგრელოდან თბილისში მიმავალ სააკაშვილის მხარდამჭერებს მოქალაქეები ცოცხებით დახვდნენ

თბილისში მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით გასამართ აქციაზე მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს აბაშაში, სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ.

მშვიდობიან აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სიმბოლურად ცოცხებით და რეჟიმის ამსახველი ფოტოებით დახვდნენ. აქციის მონაწილეების განმარტებით ცოცხი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სიმბოლოა და ამიტომაც გადაწყვიტეს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები თბილისში ამ ფორმით გაეცილებინათ.

აქციის მონაწილეების განმარტებით აქცია მშვიდობიანი ფორმა ქონდა და ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდება თითქოს გზა ვინმესთვის გადაეკეტათ სიმართლეს არ შეესაბამება.

Related posts

დღის ცენტრის ბენეფიციარებს ზუგდიდის მერმა საახალწლო ნობათი გადასცა

რედაქტორი

რუხის კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიება გრძელდება

რედაქტორი

ხვალიდან მგზავრები: ზუგდიდი – ცაცხვი, ზუგდიდი – ინგირის მიმართულებით ახალი ავტობუსებით იმგზავრებენ

დატოვე კომენტარი