რეგიონი

სამეგრელოში კორონავირუსის 151 შემთხვევა გამოვლინდა, ზუგდიდში – 87

  • რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 451 ნიმუშებიდან 151 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 87 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.

11 შემთხვევა გვაქვს ფოთში, 9 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 6 შემთხვევა გვაქვს წალენჯიხაში, 3 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, დანარჩენი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება. მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 47 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 146 ადამიანი.

Related posts

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება [ვიდეო]

გიორგი შენგელია კომბინატის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა

საბერიო-ფახულანის ე.წ.ადმინისტრაციულ საზღვართან მავთუხლართების გავლების პროცესი არ განახლებულა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი