STV
რეგიონი

სამეგრელოში კორონავირუსის 60 შემთხვევა დაფიქსირდა

  • რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 26 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 12 შემთხვევა გვაქვს ფოთში, 6 შემთხვევა გვაქვს სენაკში, ასევე 6 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში.

5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 შემთხვევა გვაქვს წალენჯიხაში, 1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 130 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა. 62 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 151 ადამიანი.

გარდაიცვალა 1 პიროვნება. ის ზუგდიდის მცხოვრებია, 64 წლის ქალბატონს თანმდევი დაავადებები ქონდა და ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.

Related posts

ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონის სამზადისს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

რედაქტორი

ხობში სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

რედაქტორი

ჩხოროწყუს სკოლებსა და ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი