STV
რეგიონი

სამეგრელოში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იმატა. დღეისათვის სულ 32 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

“რეგიონის მასშტაბით გატესტილ იქნა 941 მოქალაქე, აქედან ახალი დადებითი შემთხვევა გვაქვს 32. ზუგდიდში გვაქვს ახალი დადასტურებული შემთხვევა 28, აქედან 17 არის გუშინ დადასტურებული დარაჯის კონტაქტი, 3 თბილისში მგზავრობის მქონე მოქალაქის კონტაქტი, 2 არის ზუგდიდის მცხოვრები დედა-შვილი, რომლებიც წალენჯიხაში მცხოვრების კონტაქტები არიან. 2 არის ოქროს ბირჟის კლასტერის დადატურებული შემთხვევასთან კონტაქტი, 1 არის ბენდელიანის ქუჩის კლასტერის კონტაქტი, 1 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში. დანარჩენ 4 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა. 2 შემთხვევა გვაქვს ფოთში, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 162 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 66 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 145 ადამიანი”,-ამბობს მალხაზ თორია.

Related posts

სამეგრელოში გამოვლენილი 17 ახალი შემთხვევიდან 9 ზუგდიდში დადასტურებულია

რედაქტორი

ზუგდიდის სოფლების დავითიანის და ოქტომბერის გაზიფიცირება მოხდება

მეუფე გრიგოლი პეტრე ცაავასთვის წოდების ჩამორთმევას სინოდის სხდომაზე მხარს დაუჭერს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი