რეგიონი

სამეგრელოში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ გუბერნიის მერიის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითქმის ყველა თანამშრომელი გაიტესტა, თუმცა ახალი კოვიდ ინფექცია არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. სოფელში თავისუფალი გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე ვითარებას საპოლიციო ძალები აკონტროლებენ. 

სოფელ ორსანტიაში, სადაც ლოკალური ეპიდაფეთქების კერაა, შესაძლოა სკოლა დაიხუროს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მან სოფელში არსებული ვითარების შესახებ განათლების სამინისტროს უკვე აცნობა და უწყებისგან რეკომენდაციებს ელოდება.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია განმუხურში სოფლის კრებას დაესწრო

რედაქტორი

15 სოციალურად დაუცველი ბავშვი დაბა ურეკში დაისვენებს

ფოთში, ძიძა ჩვილს ფიზიკურად გაუსწორდა [ვიდეო]

დატოვე კომენტარი