რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის მეორე ეტაპი იგზავნება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონების მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარულმა ტვირთმა ფოთში მოიყარა თავი და საქართველოს ფოსტის დახმარებით უკრაინაში ჩავა. ადგილზე პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი ხელმძღვანელობდა.

უკრაინაში გასაგზავნად მეორე ეტაპისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი არა მალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, პირველი დახმარების სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვა მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდიდან, ასევე საჯარო მოხელეების, მოქალაქეების და ბიზნეს სექტორის შემოწირულობებით მოხდა.

პრემიერის გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ტვირთი უკვე გაიგზავნა, ხოლო მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან 50 ტონაზე მეტი ტვირთი შეგროვდა. აღსანიშნავია რომ აღმოსავლეთ საქართველოში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის მეორე ეტაპი უკრაინაში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა.

Related posts

ოთარ შამუგია და გიორგი გუგუჩია სოფელ რუხში, მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ

რედაქტორი

იმოგზაურე სამეგრელოში – ალექსანდრე მოწერელია რეგიონის პოპულარიზაციის კამპანიას ფოთში განაგრძობს

რედაქტორი

ზუგდიდში ომის ვეტერანებისთვის უფასო გამოკვლევები ჩტარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი