რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერატიული შტაბის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებებზე იმსჯელეს

  • კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებლი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას ზუგდიდის მერი, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინეს კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული ვითარება.

შტაბის სხდომაზე მიმოიხილეს რეგიონში სადეზინფექციო საშუალებებით თავშეყრის ადგილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სასწავლო დაწესებულებებისა და სავაჭრო ობიექტების დამუშავების მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლება შტაბს რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დღეს ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოვლენილია ინფიცირებულების 70-ზე მეტი კონტაქტი. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფეციით 25 ადამიანი მკურნალობს. მარტის თვიდან კორონავისრუსზე სულ რეგიონში გაიტესტა 27 ათასზე მეტი მოქალაქე, აქედან 74 ადგილობრივს გამოუვლინდა ინფექცია.

Related posts

ჯუმბერ იზორია: არ მაქვს დისკომფორტი ვიცხოვრო ისე როგორც ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი

რედაქტორი

ზუგდიდში სტიქიით შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ცაიშის სკოლის მძღოლს COVID 19 დაუდასტურდა – სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი