რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია დასავლეთ საბერძნეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილეს ფოკიონ ზაიმისს ესაუბრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია დასავლეთ საბერძნეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილეს ფოკიონ ზაიმისს ესაუბრა. ონლაინ შეხვედრაზე რომელიც „პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (,,CPMR“) ფარგლებში იმართება ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებებზე ეკონომიკის, ტურიზმის და კულტურის დარგებში.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონების სამომავლო ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავებას.მალხაზ თორიამ, ფოკიონ ზაიმისს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, მის პოტენციალზე ესაუბრა და საინვესტიციო გარემო გააცნო. თავის მხრივ დასავლეთ საბერძნეთის რეგიონის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ფოკიონ ზაიმისმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის 2020 წლის გაზაფხულზე გახდა. ,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს.

„CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას.სამეგრელო-ზემო სვანეთი ,,CPMR”-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში.

Related posts

кгв – წარწერა გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე ზუგდიდში

სენაკის მერის წარმომადგენლებთან აზიურ ფაროსანაზე ისაუბრეს

რედაქტორი

მარწყვის სასათბურე მეურნეობა ხობის მუნიციპალიტეტში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი