რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთი კორეის ერთ-ერთ რეგიონს დაუმეგობრდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სამხრეთ კორეის ელჩს კიმ სე ვუნგს და ,,ნენსკრა ჰიდროს” აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე ნენსკრაჰესის პროექტზე და ურთეიერთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე კორეის ერთ-ერთ რეგიონს, ხოლო ზუგდიდი კორეის ერთ-ერთ ქალაქს დაუმეგობრდება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები. ხაზი გაესვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს და კორეელი ინვესტორების დაინტერესებას რეგიონით.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გიორგი შენგელია და კორეის საელჩოს კულტურის ატაშე ესწრებოდნენ.

Related posts

ჩიქოვანი: პოლიტიკოსები საკუთარი ქულების დაწერას ცდილობენ, რაც პოლიტიკური მოროდიორობის ტოლფასია

რედაქტორი

სენაკში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება

რედაქტორი

შსს: სამეგრელოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული

დატოვე კომენტარი