STV
რეკლამა

სამელიორაციო სამუშაოები შუა ხორგაში

  • შუა ხორგაში, სალატარიოს უბანში შეუფერხებლად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. შლამისა და ნალექისგან არხის 5 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება.

სამელიორაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის გამტარინარიანობა გაუმჯობესდება და უხვი ნალექის შემთხვევაში, მოსახლეობის საცხოვრებელი ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დაიტბორება. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია თვის ბოლოს დაასრულებს.

მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ დაათვალიერეს.
ხობის მუნიციპალიტეტში წელს სამელიორაციო სამუშაოები ასევე ჩატარდა საგვიჩიოში, ჭალადიდში, ზემო ქვალონში და გურიფულში. ნატანი მასისაგან გაიწმინდა არხები და კვალთაშორისი ორნატები, რომელთა საერთო სიგრძე 40 000 მეტრს შეადგენს.
ხობის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 5 მლნ ლარია.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი – კახეთის რეგიონს აქვს ბევრი პოტენციალი, ერთ-ერთია ტურიზმი და უნდა დავაფასოთ ის, რაც გვაქვს

სენაკის მერიაში საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

რედაქტორი

მარტვილში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი