რეგიონი

სამი ფერეიდნელი ქართველი ირანიდან ზუგდიდში ფეხით ჩამოვიდა

შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკეში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ვიზიტის ფარგლებში ჩხორიაში მდებარე ეთნოსოფელი „სისა ტურა“ დაათავლიერეს.

ფერეიდნელი ქართველები საქართველოსკენ 11 აგვისტოს დაიძრნენ და „წითელ ხიდზე“, საქართველოს საზღვართან, 10 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩამოვიდნენ.

ფერეიდნელების განცხადებით, მათ სიმბოლურად წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს და საქართველოში ჩამოსასვლელად, 1400 კილომეტრი ფეხით სწორედ ამ მიზეზით გაიარეს.

ცნობისთვის, 1616 წელს შაჰ-აბასმა გადაასახლა 100 000-მდე ქართველი უმთავრესად კახეთიდან და ჰერეთიდან ირანის პროვინციებში, ხორასანში, ისპაჰანსა და ფერეიდანში. მათი უმრავლესობა გასპარსელდა, მხოლოდ ფერეიდანში დასახლებული ქართველების ჯგუფმა შემოინახა ქართული ენა და ზოგიერთი ტრადიცია. ფერეიდნელი ქართველები ფერეიდანის 14 სოფელში ცხოვრობენ. სოფლებს დღემდე აქვს შემორჩენილი ქართული სახელები.

შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა.

Related posts

ზუგდიდში, ბაზრის მოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

სამეგრელოში საავტომობილო გზების სრული რეაბილიტაცია იწყება

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი