- ჩხოროწყუს მუნიციპალიუტეტში წუხელ გვიან ღამით სამი ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. ორი ქალაქის ცენტრში, ერთი კი ქვედა ჩხოროწყუში.
ჩხოროწყუს ცენტრში, მშვიდობის ქუჩა 7-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის მეპატრონის ნოდარ ცირდავას თქმით, წუხელ დაახლოებით სამ საათზე მისი მაღაზიის კარები გატეხეს და სალაროდან წაიღეს 350-400 ლარის ოდენობით ხურდა ფული.
მისივე თქმით, გამთენიისას ასევე გაიქურდა ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე აფთიაქი, საიდანაც წაღებულია 250 ლარი და ქვედა ჩხოროწყუში მდებარე ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით იგივე თანხა.
შსს-ს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.