რეგიონი

სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები ,,Agile Spirit 2021-ის“ ფარგლებში

,,Agile Spirit 2021-ის” ფარგლებში, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცებისა და მრავალეროვნული სწავლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ,,Agile Spirit 2021-ის“ ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სენაკელი ახალგაზრდებისთვის, მრავალეროვნული წვრთნების, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი და წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები იმყოფებოდნენ.

დეტალური ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ბოლოს კი, მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

,,Agile Spirit 2021“ საქართველოში, სწავლება 5 ლოკაციაზეა გაშლილი, სადაც სხვადასხვა აქტივობა ერთმანეთის პარალელურად – სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობს. მასში ნატოსა და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წვრთნები როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს მოიცავს.

,,Agile Spirit 2021“ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება და მას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა განახლებული თეატრი და ის ლოკაცია დაათვალიერეს, სადაც პირველი ავტომობილის ინსტალაციაა მოწყობილი.

Related posts

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადება

რედაქტორი

სოციალურმა კომისიამ განცხადებები განმუხურში გადაამოწმა

რედაქტორი

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა სრულდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი