შეკვეთილი რეისების ტარიფის გაზრდის მოთხოვნით, ფოთში, სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი გადამზიდავი კომპანიებისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ,წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთების გადაზიდვაზე უარს აცხადებენ.
„ტარიფებია ძალიან დაბალი, ხელივნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფები გაიზარდოს. საწვავის ფასმა მოიმატა აზერბაიჯანში, საქართველოში, მოიმატებს კიდევ და არ ღირს საერთოდ მუშაობა, არაფერი არ გვრჩება. მანქანებს ვერ ვინახავთ, ოჯახებს ვერ ვინახავთ, სესხები გვაქვს, ბანკები გვართმევს სახლებს. ჩვენი მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში, არ დავიტვირთებით, ტვირთებს არ გადავიტანთ, ტრანსპორტი გაჩერდება” _აცხადებენ ისინი.