STV
რეგიონი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის

  • ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესს და ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობას პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია გაეცნო. გიორგი გამსახურდია გამსახურდია ხიბულაში პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლ-მუზეუმის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და პროექტის ეროვნულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესს და ტაძრის მშენებლობი მიმდინარეობას პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია გაეცნო.გიორგი გამსახურდია გამსახურდია ხიბულაში პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლ-მუზეუმის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და პროექტის ეროვნულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის მარტში იმყოფებოდა, სადაც დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებასც დაპირდა. ბაღის მშენებლობა ,,ქართუმ“ უკვე დასრულდა, სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს, იქვე მოეწყობა დასასვენებელი პარკი.

Gepostet von STV.GE am Dienstag, 11. August 2020

,, პირველად ამ ადგილას 1999 წელს ვიყავი, ეს იყო ზამთრის პერიოდი და იავარქმნილი იყო გარშემო ყველაფერი, იმ პერიოდის შესაბამისად. მაშინდელი ხელისუფლება ამით დიდად არ იყო დაინტერესებული, შემდეგშიც ის უყურადღებობა და ჩვეული სტილი გაგრძელდა ყველანაირი ცვლილების გარეშე. ბევრი მქონდა ამ ბოლო დღეების მანძილზე ნანახი ტელევიზიების მეშვეობით და ჩემი მეგობრების მონაყოლიც ბევრი მქონდა გაგონილი აქ არსებულ მდგომარეობაზე. პირველ რიგში ეს არის ის მამულიშვილური საქმე, რომელიც ბატონმა ბიძინამ განახორციელა.

ეს პროექტი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რეგიონალური თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი აქცენტი რაც მე დავინახე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრიდან, ეს არის, რომ მისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფა. ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ასე ვთქვათ „ტაძრის“ ამ ფორმით აღდგენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება შენახვა მნიშვნელოვანია. თავისთავად ცხადია მადლობა მას და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესშია ჩართული” – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის მარტში იმყოფებოდა, სადაც დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებასც დაპირდა. ბაღის მშენებლობა ,,ქართუმ“ უკვე დასრულდა, სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს, იქვე მოეწყობა დასასვენებელი პარკი.

Related posts

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

რა გაკეთდა ანაკლიაში? (ვიდეორეპორტაჟი)

რედაქტორი

მარტში ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის შეძენა მოუწევს

რედაქტორი

1 კომენტარი

ინგა აგვისტო 12, 2020 at 6:56 pm

ძალიან მაინტერესებს ,თუ რატომ დუმან ამ საკითხთან დაკავშირებით ეგრეთწოდებული მიშას ,, ზვიადისტები,, ?რატომ არ უხარიათ ეს მართლაც სასიქადულო საქმე ?აბა,სააკაშვილის დროს გაკეთებულიყო ეს ყველაფერი,წარმომიდგენია,რამხელა რეზონანსი მოყვებოდა!აქედან დასკვნა:ეს კატეგორია თავად სიკეთეს ვერ ხედავს,თუკი მას მიშას ხელი არ შეეხო,რაც სააკაშვილს სახელს არ მოუტანს,ყველაფერი წყალსამც წაუღია-ეს არის ამ ადამიანების კრედო.
აი,ეს გახლავთ ტიპიური მონური დამოკიდებულება.ვწუხვარ…

პასუხი

დატოვე კომენტარი