პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი – ჩემი მიზანია ჩვენი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა, – ამის შესახებ საპროგრამო სიტყვის წარმოთქმისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.

მან მის სიტყვაში აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და დეკმოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო.

„უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო. ერთი საუკუნის წინ პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს. უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატნალტიკური სივრცისკენ. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშნველოვან რეფორმას. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისგენ, გამყადა სტაბილურობა.

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი – თუ რამისთვის დავბრუნდი, არის ის, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ჩავიდე და ვნახო სოხუმი, იქიდან დანახული შავი ზღვა

რედაქტორი

საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე გასტანს

რედაქტორი

გიორგი გახარია – მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი