STV
რეგიონი

საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება, რომელსაც ზუგდიდიც შეუერთდა

  • ინიციატივა მიზნად ისახავს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მასშტაბური ღონისძიებები არ გამართულა. თიხის დამუშავების ტრადიციები სამეგრელოში და მეგრული ქვევრის დამზადების მასტერკლასი-რობერტ და ცირა აბსანძეებმა წარმოადგინეს.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სტუდია „ორკოლიდან“ ვუერთდებით ევროპის მემკვიდრეობის დღეებს. თიხის დამუშავების ტრადიციებზე სამეგრელოში, მასტერკლასი რობერტ და ცირა აბსანძეებმა ჩაატარეს, რომლებიც თიხაზე მუშაობის დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. სტუდია ,,ორკოლი“ ტურისტულად პოპულარული ადგილია, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს და შემთხევითი არაა, რომ სწორედ აქედან ვუერთდებით ამ დღის აღნიშვნას. ხშირად მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას“–აღნიშნა მერის მოადგილემ.

მიმდინარე წელს ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში გამართული ღონისძიებების ორგანიზატორებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ კონკურსში “ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები.”

Related posts

დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, კალა-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

რედაქტორი

ჩხოროწყუში სახალხო დღესასწაული “ნაფიჩხოვობა” აღნიშნეს

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორი მოადგილესთან ერთად დამდეგ ახალ წელს პოლიციელებს ულოცავს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი