- ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბიას თქმით, დღეს, 14 აგვისტოს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 23 შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია.
6 არის ლენჯერიდან, 11 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევაა და ორივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალია ხოლო, 3 პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია ზუსტად რომელი კლასტერის კონტაქტები შედიან აღნიშნულ 11 შემთხვევაში, მისი ინფორმაციით, მათი უმეტესობა ლენტეხის მუნიციპალიტეტიდანაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის ინფიცირებულია – 1306 ადამიანი;
- გამოჯანმრთელებულია – 1085;
- მათ შორის გარდაცვლილია – 17;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 7635;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.