რეგიონი

საქართველოში პირბადეები ათამდე საწარმოში იკერება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფოთში, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია და ადგილზე გაეცნო პირბადეების წარმოების პროცესს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოში პირბადეები ათამდე საწარმოში იკერება და პირველი პარტია გადანაწილდება იმ მოხელეთა კატეგორიებზე, ვისაც აქვს ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან.

„თქვენ იცით რომ პირბადეები მსოფლიოში წარმოადგენს ძალინ დიდ დეფიციტს, ძალიან მაღალი არის მოთხოვნა და ძალიან დიდი აუცილებლობა გახდა საქართველოში, კორონავირუსის გამოწვევიდან გამომდინარე,ადგილზე სრაფად დაგვეორგანიზებინა პირბადეების წარმოება.

დღეს ჩვენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც არის პრემიერ მინისტრის და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით. საქართველოში, სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში ვიწყებთ ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. პირბადეები დამზადდება სხვადასხბა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია ჯანდაცვის ეროვნულ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება, პირველ ეტაპზე ეს არის დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომრლიც შეიძლება გამოვიყენოთ მრავალჯერ, ირეცხება. თავისი ინსტრუქცია მოყვება.

ხოლო უფრო სპეციფიური მოხმარების დროს, მაგალითად სამედიცინო მუშაკებისთვის იქნება ერთჯერადი. ეს პირბადეები იკერება ათამდე სამკერვალო ფაბრიკაში, ვინც გმოთქვა სურვილი ცაერთოს ამ პროგრამაში და ამ ეტაპზე სახელწიფო თვითონ ქმნის მარაგს, რადგან ნედლეულების მოწოდება არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ვართ კონტაქზე და და ამ კონტაქტებს ვიყენებთ იმისათვის რომ შეუფრხებლად მოხდეს დოლბანდის ნედლეულის მოწოდება.

ამჟამად გვაქვს საკმარისი მარაგი იმისთვის, რომ პირველი პარტიის დამზადება დაიწყოს და პირველი პარტია იქნება გადანაწილებული სახელწიფოს მიერ იმ მოხელეთა კატეგორიებზე, ვისაც აქვს ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან, ხოლო ამის შემდეგ პრიორიტეტში გვყავს ის ბიზნესები , სადაც ასევე დასაქმებული ადამანები აროიან გარკვეული მაღალი რისკის ქვეშ. შემდეგ რა თქმა უნდა კომრციულ სექტორში გავა პირბადეები, ოღონდ ფასის კონტროლით“_ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

Related posts

რა კეთდება წალენჯიხაში სახელმწიფო პროგრამა განახლებული რეგიონების ფარგლებში [ფოტორეპორტაჟი]

რედაქტორი

გიორგი შენგელია ლომთათიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას გაეცნო

რედაქტორი

ზუგდიდში გახარიას ახალი პარტიის პრეზენტაცია არ იგეგმება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი