რეკლამა

საქველმოქმედო აქცია სენაკში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე 65 დევნილი ოჯახისთვის

დღეს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები – ვახტანგ ყოლბაია, თეიმურაზ მჟავია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები, მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე 65 ოჯახს სასურსათო ნობათი გადასცეს.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სოციალური მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული თანადგომის აქციები სისტემატურ ხასიათს ატარებს. აქცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრობლების ინიციატივით, მათივე ხელფასებიდან გაღებული სახსრებით განხორციელდა.

Related posts

ზუგდიდში ახალი, ბავშვთა გასართობი ცენტრი გაიხსნა (R)

რედაქტორი

სასურსათო პროდუქტების გაცემის მეხუთე ეტაპი – აღსაზრდელთათვის

რედაქტორი

სენაკის მერმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი